Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტიდან სახელმწიფო კომპანიის მართვაში გადაინაცვლებს
GBC news
24 August 2016, 11:04

თბილისი (GBC) - პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი საქმიანობას სახელმწიფო კომპანიაში გააგრძელებს. 

ამის შესახებ ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თქვა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების პერიოდი ელოდება ქვეყანას.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება, რა მიზნითაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ (შპს) დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ  მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს  სახელმწიფო „შპს“ , რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ  მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს.  ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას.  სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან,“–აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი